03 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
იური ვაზაგაშვილის საქმეზე, შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი დაკითხონ

იური ვაზაგაშვილის საქმეზე შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი დაკითხონ.

ყოფილი პრემიერი ერთ–ერთი ბოლო იყო, ვისთანაც შვილის საქმის გამოძიების დეტალებზე გარდაცვლილი კონსულტაციებს გადიოდა. სწორედ ამიტომ ადვოკატები ივანიშვილის მიერ ჩვენების მიცემას ითხოვენ.

ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ სწორედ მაშინ შეიტყო უკრაინაში მყოფი ახალი მოწმის შესახებ, რომელსაც უნდა დაედასტურებინა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის მონაწილე პირები კვლავ თანამდებობებზე რჩებიან.

ბიძინა ივანიშვილი პროკურატურასთან თანამშრომლობისთვის მზადყოფნას აცხადებს.

ჯერჯერობით უცნობია, დაიბარებს თუ არა ბიძინა ივანიშვილს ამ შეხვედრის გამო დაკითხვაზე პროკურატურა.

ადვოკატებს სწრაფი გამოძიების იმედი არა აქვთ. მათი ინფორმაციით, პროკურატურას არცერთი ეჭვმიტანილი არ ჰყავს, არც კვალზეა გასული და გამოძიება მხოლოდ ვერსიაზე მუშაობს.

დღის ამბები