03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
"მე დიდი ეჭვი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს არის გაგრძელება იმისა, რაზეც ჩვენ უარი ვთქვით," - ივანიშვილი ვაზაგაშვილის მკვლელობაზე

იური ვაზაგაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს სამი საათიდან სამების ტაძარში მიმდინარეობს. გარდაცვლილს წესი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აუგო.

ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი, იური ვაზაგაშვილის ღვაწლს იხსენებს და ამბობს, რომ არსებულ ბრძოლაში ერთ-ერთი პირველი სწორედ ვაზაგაშვილი იყო.

"ტრაგედია ქვეყნის მასშტაბისაა და საერთაშორისო დონისაც კი. მე მინდა, გავიხსენო ბატონი იურის ღვაწლი იმ ცვლილებებში, რაც ბოლო წლებში საქართველოში მოხდა. როდესაც მე პოლიტიკაში მოვედი, როდესაც გუნდი ჩამოყალიბდა, ერთ-ერთი პირველი გახდა ბატონი იური. მას უდიდესი ღვაწლი მიუძღვის და უდიდესი წვლილი აქვს იმაში, რომ ჩვენ მოვახერხებთ და გავიმარჯვეთ ძალადობის წინააღმდეგ. თუმცა, მსხვერპლს ვერ ავცდით და ეს შედეგია. მე დიდი ეჭვი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, რომ ეს არის გაგრძელება იმისა, რაზეც ჩვენ უარი ვთქვით," - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

შს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა, პირობა დადო, რომ ვაზაგაშვილის საქმე მალე გაიხსნება, რაზეც აქტიურად მუშაობს როგორც შსს, ასევე პროკურატურა.

ხვალ იური ვაზაგაშვილსს სოფელ ყარაფილაში, შვილის გვერდით, დაკრძალავენ.  

დღის ამბები