03 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
ვაზაგაშვილის მკვლელობის რამდენიმე ვერსია

იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ჯერჯერობით არ გახსნილა. უცნობია, პორკურატურა რა ვერსიებზე მუშაობს. თუმცა, პლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში მკვლელობის რამდენიმე ვერსია განიხილება.   

იური ვაზაგაშვილის შვილის საფლავზე აფეთქებიდან რამდენიმე წუთში ვაზაგაშვილის ნათესავებმა მომხდარი განზრახ მკვლელობად შეაფასეს და აფეთქება კორტებთან მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმეს დაუკავშირეს.

იური ვაზაგაშვილი შვილის მკვლელობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმის ვინაობის დასახელებას აპირებდა, რომლის ჩვენების საფუძველზე სისხლის სამართლის საქმე რადიკალურად შეიცვლებოდა.

ბიძინა ივანიშვილმა დააკონკრეტა და თქვა, რომ მოწმე უკრაინაშია.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი სესიაშვილს, ეკუთვნის ვერსია ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსული დამნაშავის მიერ დამონტაჟებული ნარმის თაობაზე.  

სოფელი ყარაფილა, სადაც აფეთქება მოხდა, საოკუპაციო ხაზიდან 300 მეტრში მდებარეობს.

მკვლელობის განსხვავებულ ვერსიაზე საუბრობს ოპოზიცია. მათი ინფორმაციით, იური ვაზაგაშვილის მისი შვილის საფლავზე აფეთქება არეულობის და დესტაბილიზაციის გამოწვევის მიზნით მოხდა.

იური ვაზაგაშვილის მკვლელობა ტერორისტულ აქტად შეაფასა არასამთავრობო სექტორმა.

ვაზაგაშვილის ადვოკატები კი დაკვეთილ მკვლელობაზე საუბრობენ.

პროკურატურა ვერსიებზე დუმს. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ ე.წ. ვაზაგაშვილის „შავი სიიდან“ სამი პროკურორი გაათავისუფლეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ, გვიან ღამით მთავარ პროკურატურაში საგანგებო თათბირი ჩატარდა, სადაც მთავარი თემა ზურა და იური ვაზაგაშვილების საქმეები იყო. 

დღის ამბები