06 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
დონალდ ტრამპის რუსულ კავშირებზე მიმდინარე გამოძიება ახალ ეტაპზე გადადის

დონალდ ტრამპის რუსულ კავშირებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება ახალ ეტაპზე გადადის. სპეცპროკურორმა რობერტ მალერმა ნაფიც მსაჯულთა კოლეგია მოიწვია. კოლეგიის წევრები გამოძიებას მტკიცებულებების მოგროვებაში დაეხმარებიან, საამისოდ კი ისინი კონკრეტულ პირებს ჩვენების მიცემას აიძულებენ.

ნაფიც მსაჯულთა კოლეგიის მოწვევის გარდა, რობერტ მალერი გამოძიებასაც აფართოებს. საუბარია ფინანსური სახის დანაშაულზე, რომელშიც შესაძლოა ტრამპის გარემოცვის წევრები ფიგურირებდნენ.

მალერის კომისიამ პრეზიდენტთან დაახლოებული პირების რუსეთთან ფინანსური კავშირების შესწავლა დაიწყო.

დღის ამბები