17 მაისი 2024,   14:00
ვრცლად
"შეიძლება წინ დაგვხვდეს ცუდად" - ნოდარ ხარშილძე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებას, მცოცავი ოკუპაციის არარსებობის შესახებ, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე აფასებს.

ხარშილაძის თქმით, მცოცავი ოკუპაციის არ აღიარება არ არის სწორი გადაწყვეტილება. 

„რუსები ამ რუქებს ასწორებენ საბჭოთა კავშირის დროიდან გამომდინარე და მცოცავი იმიტომ არის ოკუპაცია, რომ რასაც ვუყურებთ ყოველ სამ თვეში ერთხელ გადმოწევენ ხოლმე საზღვარს. ამის არაღიარება და იმის თქმა, რომ ჩვენი ბრალია, ძალიან არასწორია და შეიძლება წინ დაგვხვდეს ძალიან ცუდად, იმიტომ რომ მთავრობის წევრის განცხადებაა,“ - განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

 

დღის ამბები