17 მაისი 2024,   13:36
ვრცლად
რუსეთის ოპოზიციის ლიდერს საარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ

რუსეთის ოპოზიციის ლიდერს საარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევაში ადანაშაულებენ. ალექსეი ნავალნი ამჯერად პატიმრობას გადაურჩა. თუმცა, სასამართლომ მას 5 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

დაჯარიმების მიზეზი კი, ინტერნეტში განთავსებული ვიდეო მიმართვები გახდა, სადაც ნავალნი მხარდამჭერებს არასანქცირებულ მსვლელობებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. თავად ოპოზიციონერი ირწმუნება, რომ მის წინააღმდეგ აღძრული ყველა საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

დღის ამბები