03 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
წამლებზე ფასები, შესაძლოა, ჯანდაცვის სამინისტრომ ხელოვნურად დაარეგულიროს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დეკემბრის მონაცემებით, ლარის ინფლაციის შედეგად ფასები სამედიცინო პროდუქციაზე გაიზარდა. წინა წელთან შედარებით მედიკამენტებზე ფასები თითქმის 14%-ით გაძვირდა.

იმ შემთხვევაში, თუ ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება მოხდება, გარკვეულ მედიკამენტებზე ფასების ზრდას არ გამორიცხავენ მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები. მათი ინფორმაციით, ამ დრომდე მედიკამენტების ფასების რეგულირება მათ მოგების ხარჯზე უხდებოდათ.

მედიკამენტებზე ფასების ზრდას ადასტურებენ ჯანდაცვის სამინისტროშიც. სამინისტროს მონაცემებით, ფასები 100-მდე სახეობის მედიკამენტებზეა მომატებული. იმ შემთხვევაში, თუ ფასები წამლებზე ისევ გაიზრდება, ჯანდაცვის სამინისტრო ფასებს ხელოვნურად დაარეგულირებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები