17 მაისი 2024,   13:39
ვრცლად
„ღირსეული პარტნიორი 2017-ის“ წვრთნები ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა მოინახულა

გენერალ-ლეიტენანტმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა „ღირსეული პარტნიორი 2017-ის“ წვრთნები მოინახულა. საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპაში ამერიკული არმიის სარდალი სწავლების მიმდინარეობას პირადად დაესწრო. ამერიკელ გენერალი სწავლების გეგმას გაეცნო, დაათვალიერა საწვრთნელი ველები და სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა. საქართველო ბოლო ქვეყანაა, სადაც ამერიკელი გენერალი ევროპაში შეერთებული შტატების არმიის სარდლის რანგში ვიზიტს ახორციელებს. სტუმარს თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი შეხვდნენ.

“გასულ წელთან შედარებით, საწვრთნელი ტერიტორიების ხარისხი ვაზიანში საგრძნობლად გაუმჯობესებულია. ჩატარებული სამუშაო ნამდვილად ადასტურებს, რომ ქართველმა და ამერიკელმა სამხედროებმა სწავლების ორგანიზების კუთხით, პროგრესს მიაღწიეს. უნდა აღინიშნოს ის სერიოზული მიდგომა, რასაც ქართველი ჯარისკაცები იჩენენ. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ სწავლების სცენარი კარგად წარმოედგინათ. შთაბეჭდილება მოახდინეს ასევე ჩემმა ჯარისკაცებმა სხვადასხვა ქვედანაყოფიდან. ისინი ინტენსიურად მუშაობდნენ 6 კვირის განმავლობაში და გრძელი გზა გაიარეს გერმანიიდან ვაზიანამდე. მათ შეინარჩუნეს ენერგია და მზადყოფნის მაღალი დონე,” - განაცხადა ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა ფრედერიკ ბენ ჰოჯესმა.

დღის ამბები