17 მაისი 2024,   11:41
ვრცლად
მავთულხლართები ჯანდაცვის სამინისტროს გარშემო - ოპოზიციამ სერგეენკოს უწყება მცოცავი ოკუპაციის მთავარი სიმბოლოთი შემოსაზღვრა

მავთულხლართები ჯანდაცვის სამინიტროს წინ „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა და ლიდერებმა საგანგებო აქციაზე გააბეს. ოპოზიციამ დავით სერგეენკოს განცხადება გააპროტესტა, რომლის მიხედვით, მცოცავი ოკუპაცია არ არსებობს და რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრების დადგენა წინა ხელისუფლების შეცდომების შედეგია. გამაფრთხილებელ აქციაზე „ენმ-მ" სერგეენკოს გადადგომა და დამატებითი განმარტებებო მოითხოვა.

„ევროპულ საქართველოში" სერგეენკოს და მთავრობის წევრებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გადაკითხვა ურჩიეს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჯანდაცვის მინისტრის განცხადების განმარტება სცადა და ოპოზიცია პროვოკაციაში დაადანაშაულა.

პაატა დავითია, ვინც აგვიტოს ომის დროებით საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ ქვეყანამ რეალურად მცოცავი ოკუპაციის შედეგად 2012 წლიდან დღემდე უფრო მეტი ტერიტორია დაკარგა, ვიდრე ომის დროს.

კამერების წინ თავად ჯანდაცვის მინისტრი დღეს არ გამოჩენილა. „კურიერის" შეთავაზების მიუხედევად სერგეენკომ ინტერვიუზე უარი თქვა. ჯანდაცვის მინისტრის ნაცვლად დღეს მისი განცხადებას ახსნა, შერიგების სამინსიტროსა და საგარეო უწყებაში სცადეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები