17 მაისი 2024,   14:40
ვრცლად
მავთულხლართები ჯანდაცვის სამინისტროსთან - "ენმ" დავით სერგეენკოს გადადგომას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა და მხარდამჭერებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან მავთულხლართები გაავლეს. პარტიის წევრებმა მცოცავ ოკუპაციასთან დაკავშირებული წარმოდგენით დავით სერგეენკოს მიერ გაკეთებული განცხადება გააპროტესტეს, რომლის მიხედვით, მცოცავი ოკუპაცია არასწორი ტერმინია, ის არ არსებობს და რომ რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრების დადგენა წინა ხელისუფლების შეცდომების შედეგია. 

"ენმ-ის" წევრები ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვენ. 

„სამწუხაროა, რომ ეს არა მისი პირადი პოზიციაა, არამედ „ქართული ოცნების“ დოქტრინა, პოლიტიკა, რომელსაც ის 5 წელია ატარებს. ისინი ამბობენ და ფიქრობენ, რომ ომი საქართველომ დაიწყო, საოკუპაციო ხაზს გადმოწევა არ ხდება, მცოცავი ოკუპაცია არ მიმდინარეობს,“- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დავით სერგეენკოს განცხადებას „დამღუპველსა და მოღალატეობრივს“ უწოდებენ.

„არ შეიძლება საქართველოს მთავრობის წევრმა გააკეთოს განცხადება, რომელიც ერთი ერთზე ემთხვევა ოკუპანტის ინტერესებს. ასეთ განცხადებებს აკეთებენ რუსეთი დუმის წევრები. თუ შერჩენია ელემენტარული სინდისი, ამ ადამიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს,“- განაცხადა ნიკა რურუამ. 

დღის ამბები