17 მაისი 2024,   13:37
ვრცლად
ელენე ხოშტარია 87 წლის სოციალურად დაუცველ მარია კაჯაევს შეხვდა

ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია, 87 წლის სოციალურად დაუცველ მარია კაჯაევს შეხვდა. მას სოციალური დახმარება მიმდინარე წელს მოუხსნეს.

კაჯაევის თქმით, თებერვალში იმყოფებოდნენ სოციალური სამსახურიდან, რის შემდეგაც მას დახმარება შეუწყდა. მისი განცხადებით, ამ დრომდე ვერ შეძლო მიზეზის დადგენა, თუ რატომ შეუწყდა დახმარება.

ელენე ხოშტარიამ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებასა და თანხების არამიზნობრივად ხარჯვის გაუქმებაზე ისაუბრა.

 

დღის ამბები