03 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
ახალი სავიზო რეგულაციების შემდეგ საინგილოში მცხოვრები ქართველებისთვის მდგომარეობა განსაკუთრებით რთული და გაურკვეველი გახდა

საინგილოში მცხოვრებ ქართველებს პრეტენზიები სახელმწიფო სერვისების განვითარების სამსახურთან აქვთ. თავის მხრივ,  სახელმწიფო სერვისების განვითარების სამსახური მოქალაქეებისა და მიგრაციის სამმართველოში, საინგილოში მცხოვრები მოქალაქეების პრეტენზიებს უარყოფენ.

მათი განმარტებით, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონი პოტენციური თანამემამულეებისთვის გარკვეულ შეღავათებს ითვალისწინებს.

თანამემამულეების სტატუსის მოსაპოვებლად მხოლოდ 50 ლარია საჭირო, რის შემდეგაც ბინადრობის სხვდასხვა ვადით მოპოვება უფასოა.

დღის ამბები