06 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
პოლონეთის პირველი დიპლომატის თქმით, კაჩინსკის თვითმფრინავის საქმეზე რუსეთთან თანამშრომლობა შეუძლებელია

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის კატასტროფის საქმეზე, რუსეთთან თანამშრომლობა შეუძლებელია. რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ვიტოლდ ვაშიკოვსკიმ უკმაყოფილება გამოთქვა მოსკოვის მიმართ და აღნიშნა, რომ 7 წელია პოლონურ მხარეს რუსეთისგან არც დოკუმენტაცია და არც ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ფრაგმენტები არ მიუღია.

პოლონეთის პირველი დიპლომატის თქმით, ვარშავას საერთოდ არ აქვს შესაძლებლობა ითანამშრომლოს რუსეთის ძალოვან უწყებებთან. პოლონეთის ლიდერის თვითმფრინავი 2010 წლის 10 აპრილს ქალაქ სმოლენსკის აეროპორტთან დაშვებისას ჩამოვარდა. პრეზიდენტთან ერთად, ამ ტრაგედიას 95 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დღის ამბები