03 ოქტომბერი 2024,   10:20
ვრცლად
35 წლის აჩიკო მაისურაძის მკვლელობის დეტალები და მისი კავშირი ლექსო თამაზაშვილთან

შეკვეთილი მკვლელობა, რომლის კვალის დაფარვაშიც მოკლულის ოჯახის მტკიცებით, კახეთის სამართალდამცველი უწყებების თითქმის ყველა მაღალი თანამდებობის პირი და პრემიერ ღარიბაშვილის ცოლის ძმა, დეპუტატი ლექსო თამაზაშვილი არიან ჩართულები.

ამ თემაზე ეკა კვესიტაძის გადაცემა განსხვავებული აქცენტები მუშაობდა. 2014 წლის 14 ივნისს თელავში ერეკლე მეორის მოედანზე დაუდგენელმა პირმა, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა, ცეცხლსასროლი იარაღით 35 წლის აჩიკო მაისურაძე ჩაცხრილა, მიუხედევად იმისა, რომ ამ ფაქტს ბევრი თვითმხილველი ყავდა, საქმე დღემდე გაუხნელია.

მოკლულის და სალომე მაისურაძე ამბობს, რომ სამართლდამცველები საქმეს შეგნებულად არ იძიებენ, რადგან კვალი თელავის ერთ-ერთ გავლენიან პირამდე დავით დემინაშვილამდე, იგივე ლეკიმდე მიდის, რომლის ოჯახიც ქართულ ოცნებას აფინანსებს. დავით დემინაშვილი ფიგურირებს არჩილ მაისურაძის მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე თელავის რესტორან „ჭადარში“ მომხდარ ინციდენტშიც.

თვითმხილველების ინფორმაციით, სწორედ მან ესროლა იარაღიდან ადგილობრივ პოლიციელს მიხეილ უზუნაშვილს. ამ ინციდენტის დროს მასთან ერთად იმყოფებოდნენ თელავის მერობის მაშინდელი კანიდატი და ამჟამინდელი მერი პლატონ კალმახელიძე, ასევე რაიონის პროკურორი ლევან ღვედაშვილი. როგორც გადაცემაში ითქვა, სწორედ ამ ისტორიით დაინტერესდა მოკული არჩილ მაისურაძე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმის ლექსო თამაზაშვლის ახლო მეგობარი იყო და აქტიურად მონაწილეობდა ქართული ოცნების წინასაარჩევნო კამპანიაში.

უზუნაშვილის მონაყოლი არჩილ მაისურაძემ ჩაიწერა და ლექსო თამაზაშვილს ელექტრონული ფოსტით გადაუგზავნა. პარალელურად ის facebook-ით ატყობინებდა ლექსო თამაზაშვილს რესტორან ჭადარში მომხდარი ინციდენტის დეტალებს და მას ამ ფაქტზე რეაგირებას სთხოვდა. ძალოვანებს ამ დრომდე არ დაუკითხავთ ის პიროვნებები, რომლებიც მაისურაძის ეკლექტრონულ მიმოწერაში ფიგურირებენ. არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად არაა დაკითხული არც მოკლულის და. ამ თემაზე დუმს დეპუტატი ლექსო თამაზაშვილიც.

დღის ამბები