03 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
იური ვაზაგაშვილს დღეს კრძალავენ - ადგილზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი

კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, იქ სადაც დღეს იური ვაზაგაშვილი უნდა დაკრძალონ უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები მოქმედებს. სასაფლაოზე სადაც იური ვაზაგაშვილი ააფეთქეს სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები არიან მობილიზებულები. 

კინოლოგებმა უკვე დაათვალიერეს სასაფლაო და მისი მიმდებარე ტერიტორია. 

იური ვაზაგაშვილის სახლთან კი მისი ნათესავები და ოჯახის წევრები იკრიბებიან. დღეს ვაზაგაშვილები ტელეკამერებთან გამოძიების მიმდინარეობაზე არ საუბრობენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები