22 ნოემბერი 2024,   23:54
ვრცლად
ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

ვერის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის არეალი გაიზარდა. ამ დროისთვის ცეცხლი წიწვოვან ხეებს უკიდია.

ხანძარი ახლოსაა დასახლებულ პუნქტებთან, რის გამოც ბელინსკის ქუჩის მცხოვრებლები დროულ რეაგირებას მოითხოვენ. მათი ნაწილი სახლებიდან გამოსულია. 

ადგილზე მობილიზებული არიან სასწრაფო დახმარების ბრიგადა და შს სამინისტროს წარმომადგენლები. 

როგორც რუსთვი2-ს შსს-ში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი, ასევე, საკმარისი რაოდენობით წყლის ცისტერნა.

"რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილება გართულებულია. თუმცა, მეხანძრე-მაშველების ეფექტური მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე აღარ არსებობს. დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება," - აცხადებენ შსს-ში. 

დღის ამბები