06 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა ჩინეთში - დაღუპულია სულ მცირე 13 ადამიანი

სულ მცირე 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ძლიერ მიწისძვრას ჩინეთში. სიჩუანის პროვინციაში 6.5 მეათედი მაგნიტუდის სიძლიერის ბიძგებს ძლიერი ნგრევა მოჰყვა. დაშავებულია 175 ადამიანი, მათ შორის არიან ტურისტებიც. სტიქიის შედეგად დაინგრა 25 ათასამდე საცხოვრებელი სახლი.

სამძებრო-სამაშველო ოპერაციების ჩატარებას დაზიანებული გზები აფერხებს. მაშველები ერთ-ერთი სასტუმროს ნანგრევებში ჩარჩენილი 100-მდე ტურისტის გადარჩენას ცდილობენ.

ეს ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთში მომხდარი მეორე ძლიერი მიწისძვრაა. ჩინეთის საგანგებო სიტუაციების ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, რომ სტიქიის მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

დღის ამბები