03 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
იური ვაზაგაშვილი შვილების გვერდით დაკრძალეს

იური ვაზაგაშვილი სოფელ ყარაფილაში შვილების გვერდით დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიალს ოჯახის წევრები, ნათესავები, თანასოფლელები, მეგობრები და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ. 

სოფელ ყარაფილაში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრიც, მან დაკრძალვის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა და სოფელი უკომენტაროდ დატოვა. 

"ჩვენ დავკარგეთ უსამართლობასთან მებრძოლი ადამიანი,"- ეს განცხადება დაკრძალვაზე მყოფმა მინისტრმა სოზარ სუბარმა გააკეთა. 

დღეს ვაზაგაშვილებს გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ. 

დღის ამბები