03 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
"გვინდა გზა, ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგია,"- აქცია თბილისში

"გვინდა გზა, ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგია,"-  ამ ლოზუნგით აქცია გაიმართა თბილისში. აქციას გურიიდან ჩამოსული მოქალაქეები მართავდნენ. 

აქციის მონაწილეები 17 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციას ითხოვდნენ. საუბარია ჩოხატაური-სურევის გზაზე, რომელიც მწყობრიდანაა გამოსული და მასზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ მათთან დროულად მისვლას ვერც სასწრაფო, ვერც საპატრულო პოლიცია და ვერც სახანძრო ვერ შეძლებს. 

ამასთან ერთად სოფელ დიდი ვანის, სურევისა და ტობახჩოს მაცხოვრებლები ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას და ინფრასტრუქტურის მოწყობას ითხოვდნენ. იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება ისინი პერმანენტული აქციების გამართვას აპირებენ. 

აქციები გზის სავალი ნაწილის მოწესრიგების მოთხოვნით თბილისში, ოზურგეთში, ჩოხატაურსა და ბათუმში ერთდროულად გაიმართა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები