03 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
ბრიტანელი რეჟისორი საქართველოში და ფარაჯანოვის გავლენა მის პროფესიულ გადაწყვეტილებაზე

ბრიტანელმა რეჟისორმა პიტერ ვებერმა თბილისში მისი ფავორიტი რეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის სახლი მოინახულა.

ვებერი ამბობს, რომ  30 წლის წინ სწორედ ფარაჯანოვის ფილმის ნახვის შემდეგ გადაწყვიტა რეჟისორობა.

თავად რეჟისორის ნამუშევრებში ფარაჯანოვის გავლენა არ იგრძნობა.

მისმა პირველმა სრულმეტრაჟიანმა ფილმმა „გოგონა მარგალიტის საყურით“ აღიარება მალევე მოიპოვა. ნამუშევარი ოსკარზე იყო წარდგენილი. სხვადასხვა დროს ფილმმა სხვადასხვა ჯილდოები მოიპოვა.

თბილისში პიტერ ვებერი მეგობართან ერთად ჩამოვიდა, რომელიც ფილმს იღებს და ამ შემთხვევაში ბრიტანელი რეჟისორი პროდიუსერის სტატუსით მუშაობს.

ვებერი თბილისის საერთაშორისო კონო ფესტივალზე ჟიურის წევრად იყო მოწვეული.

ვებერი ახალგაზრდა რეჟისორებს ფარაჯანოვის ფილმების ყურებას ურჩევს. 

დღის ამბები