03 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
უკიდურესი გაჭირვება და შვილის გარდაცვალების გამო შეწყვეტილი დახმარება

6 სულიან ოჯახს, თავის გატანა ყოველდღიურად უჭირს, ამის მიუხედავად ამ თვეში სოციალური დახმარება შეუჩერდათ. მიზეზი - ოჯახში დემოგრაფიული ცვლილება გახდა. ტრაგიკული ცვლილება, რადგან ერთი თვის წინ გაჩენილმა ხანძარმა უფროსი შვილის 7 წლის გიორგის სიცოცხლე შეიწირა.

იმის გამო რომ ოჯახის ერთი წევრი გამოაკლდათ, ვახო და თამთა კი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან, ამ თვეში სოციალური დახმარება შუჩერდათ. ახალი აღწერის და ქულების მინიჭების შემდეგ , საუკეთესო შემთხვევაში მარტში მიიღებენ დახმარებას, რომელიც ჯამში 275 ლარს შეადგენდა. ამ თანხას მათი არსებობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. 2 თვის ირაკლის დედა ძუძუთი ვეღარ კვებავს, მისი საჭმელის ყიდვის საშუალება კი არ აქვთ.

თამთა ტყეშელაშვილი და ვახო ცინცაძე 4 ბავშვთან ერთად სამხედრო ჰოსპიტალის შენობაში, ერთ პატარა ოთახი იყვნენ შესახლებულები, მათთან ცხოვრობდა ბებიაც.

გიორგის ოთახში მარტო ეძინა, ხანძარი საძინებელში შუაღამისას 2-3 საათისთვის გაჩნდა. როცა ოჯახის უფროსი ბავშვის ოთახში შევიდა ცეცხლი უკვე მოდებული იყო და მისი გამოყვანა ვეღარ შესძლო.

ოჯახი ახლა ისევ ძველ პატარა ოთახში ცხოვრობს, 3 ბიჭი დარჩათ , ყველაზე პატარა ირაკლი 2 თვისაა. იმ საბედისწერო შემთხვევამდე ოჯახის უფროსი მუშაობდა და კვებისთვის საკმარისი შემოსავალი ჰქონდათ. ახლა კი ვახო ცინცაძე მუშაობას რამდენიმე თვე ვერ შესძლებს და შემოსავალიც დაკარგეს.

დღის ამბები