03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
მოწმე, რომლის შესახებაც იური ვაზაგაშვილმა ბიძინა ივანიშვილს უამბო

მამა, რომელიც 11 წლის წინ გარდაცვლილი შვილის საფლავზე ააფეთქეს იური ვაზაგაშვილია. ის დღეს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში დაკრძალეს.

წინასწარი ვერსიით სასაფლაოზე ხელყუმბარა აფეთქდა, ან ე.წ. ფალია-ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელსაც მოქმედებაში მოჰყავს ხელყუმბარა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში საქმე სპეციალურ სამხედრო შეიარაღებასთან გვაქვს.

იური ვაზაგაშვილის საქმის მიმდინარეობის შესახებ დღეს კომენტარები არავის გაუკეთებია, თუმცა მას შემდეგ რაც ის გარდაიცვალა თანამდებობა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ, საგამოძიებო ორგანოების სხვა თანამშრომლებთან ერთად დატოვა.

კიდევ ერთი შედეგი, რომელიც იური ვაზაგაშვილის მკვლელობას მოჰყვა მისი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის ახალ მოწმეს უკავშირდება. ეს უცნობი პიროვნება მამაკაცია და მას უკვე მიცემული აქვს ჩვენებაც, ამის შესახებ ადვოკატი გაგი მოსიაშვილი საუბრობს.

მოწმის შესახებ ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა. ყოფილ პრემიერს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე აღნიშნული თავად იური ვაზაგაშვილმა უამბო. ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ მოწმე უკრაინაშია.

მამაკაცს, რომელიც უკრაინაშია, მიცემული აქვს ჩვენება და იცის სად და რა მიზნით მიემგზავრებოდნენ 2006 წლის ორ მაისს ზურაბ ვაზაგაშვილი და მისი მეგობრები. - ეს მოწმე შესაძლოა იყოს ვინმე გვარად სინდოიანი.

სინდოიანი იყო ადამიანი, რომელთანაც, გამოძიების მტკიცებით, 2006 წლის ორ მაისს ზურაბ ვაზაგაშვილი და მანქანაში მსხდომნი მიემგზავრებოდნენ, თითქოსდა შემდგომი ყაჩაღობის მიზნით.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები