17 მაისი 2024,   13:58
ვრცლად
ოპოზიციის აზრით, მმართველი გუნდის პოლიტიკა რუსეთს უფრო აგრესიულს ხდის

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა რუსეთს კიდევ უფრო აგრესიულს ხდის და კრემლი შეტევაზე გადმოდის.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მთავარი მესიჯები რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და კრემლის ოკუპაცია ამართლებს.

„ეს ხელს უწყობს იმას, რომ რუსეთი კიდევ უფრო აგრესიული ხდება და გააქტიურებული შემოტევა საქართველოს წინააღმდეგ და ეს იმ ფონზე, როდესაც ჩვენ „ქართული ოცნება“ გვპირდებოდა, ჯერ კიდევ არჩევნებზე, რომ რუსეთთან ურთიერთობას დაალაგებდა,“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, სერგო რატიანი კი ფიქრობს, რომ მმართველი გუნდის უმოქმედობის გამო, საქართველოს საკითხი საერთაშორისო დონეზე საერთოდ არ განიხილება.

„ქართულ ოცნებას" უბრალოდ არ აქვს არანაირი პოლიტიკა. დაცული არ არის საზღვარი არანაირად, ჩვენ ვხედავთ,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

დღის ამბები