17 მაისი 2024,   13:41
ვრცლად
რუსეთის მასშტაბური წვრთნები კალინინგრადის ოლქში

რუსეთი კალინინგრადის ოლქში მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს ატარებს. საზღვაო ქვეითებისა და ბალტიის ფლოტის ორმხრივი სწავლება ხმელიოვკის პოლიგონზე მიმდინარეობს.

სამხედრო მაღალჩინოსნების განცხადებით, სცენარი სანაპირო ზონის გათავისუფლებას მოიცავს. სამხედროების მთავარი ამოცანა საბრძოლო ტექნიკის დახმარებით, მოწინააღმდეგის მიერ დაპყრობილ სანაპირო ზოლზე კონტროლის აღდგენაა.

წვრთნებში 100 ერთეული სამხედრო სპეცტექნიკა, 20 სამხედრო გემი და ავიაცია მონაწილეობს. იმიტირებული ბრძოლებისას რუსი სამხედროები გრადის ტიპის სისტემებს, საზენიტო დანადგარებსა და სუ24-ის ტიპის ბომბდამშენებს იყენებენ.

დღის ამბები