17 მაისი 2024,   13:39
ვრცლად
ეგვიპტეში სამგზავრო მატარებლების შეჯახების მსხვერპლი 28-მდე გაიზარდა

ეგვიპტეში მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ქალაქ ალექსანდრიაში ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 28 ადამიანი. დაშავებულია 74 მგზავრი.

დეფორმირებული ვაგონებიდან მაშველები მგზავრების გამოყვანას ცდილობენ. კატასტროფის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე საგამოძიებო ჯგუფებია მობილიზებული.

ალექსანდრიაში ერთი მატარებელი კაიროდან, მეორე კი პორტ საიდიდან მიდიოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები