03 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
ტყვეობაში ჩაწერილი ქართული სიმღერა, რომელიც საუკუნეს ითვლის

ტყვეობაში ჩაწერილი ქართული სიმღერა უკვე საუკუნეს ითვლის. სიმღერას "გოგოვ, შენი თეთრი კაბა" ვასილ გაგლოშვილი ასრულებს.  სიმღერა  პირველი მსოფლიო ომის დროს ტყვეობაში ჩავარდნილმა ქართველმა ჩაწერა.

თავდაპირველად, ფონოგრაფზე ჩაწერილი ქართული სიმღერები 80-იან წლებში გერმანელმა სუზან ციგლერმა გერმანიის ფონოგრამ-არქივში აღმოაჩინა. გაგლოშვილის ჩანაწერები დღეს უნიკალური ფოლკლორული მემკვიდრეობაა. 

გერმანიის ფონოგრამ-არქივში დაცულ ყველა სიმღერას თან ახლავს ტყვეების პირადი მონაცემები, რომელთაც მათი შთამომავლების მონათხრობი დაემატა. გერმანული არქივის მიერ სერიებად გამოცემულ მსოფლიო ხალხების კატალოგ-წიგნებს, ქართველი ტყვეების სიმღერები შეემატება. 

დღის ამბები