03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
ბაგა-ბაღები წყლისა და გათბობის გარეშე

ბაგა-ბაღები წყლისა და გათბობის გარეშე. პოსტსკრიპტუმი, სამტრედიის რაიონის ბაღების შემდეგ სვა რაიონის ბაგა-ბაღებში არსებული მდგომარეობით დაინტერესდა. 

ამჯერად P.S.-ის ობიექტივში კახეთისა და დუშეთის საბავშვო ბაღები მოექცა. 

ჭოპორტის საბავშვო ბაგა-ბაღში არც წყალია და არც გათბობა. გაყინულ ოთახებში ყოფნის პარალელურად დირექტორი, მასწავლებლები და ბავშვები წყალს ეზიდებიან. 

იმის გამო რომ ონკანში წყალი არ მოდის ჭამის წინ ხელების დასაბანად საპირფარეშოს ნიჟარასთან რიგია, ონკანის ფუნქციას კი აღმზრდელი და ორლიტრიანი წყლის ბოთლი ასრულებენ. 

კახეთში, მანავის ნომერ პირველი საბავშვო ბაგა-ბაღის შენობა 2 წლის წინ იმ მოტივით გაუქმდა, რომ შენობა ავარიული იყო და ბავშვების სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო. პირობის მიუხედვად რომ შენობას წლის ბოლომდე რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა არ შესრულდა. ბავშვებს კი დღემდე ბაღში სიარული ბურდიანში ავტობუსით უწევთ. 

პრობლემა ის არის, რომ ამ ბაღში ყველა მანაველი ბავშვის მისაღებად ადგილი არ არის. სხვა მხრივ, ბურდიანში კმაყოფილები არიან, რომ ბევრი პრობლემა მოუგვარდათ. საბავშვო ბაღში უკვე სასმელი წყალიც მოდის. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები