06 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
ხანძარი საბერძნეთის ტყეში - ათენის მახლობლად მდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

საბერძნეთში ტყის ხანძრის გამო ათენის მახლობლად მდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ხანძარს 150-მდე მეხანძრე მთელი ღამის განმავლობაში ებრძოდა. ცეცხლის ჩასაქრობად ადგილზე სპეციალური ვერტმფრენებიც იყო მობილიზებული.

სანაპირო სოფელ კალამოსში ხანძარმა რამდენიმე ათეული სახლი დააზიანა. ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

დღის ამბები