06 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
დონალდ ტრამპმა ვირჯინიის არეულობასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა

ორდღიანი კრიტიკის შემდეგ დონალდ ტრამპმა ვირჯინიის არეულობასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა. შეერთებული შტატების ლიდერმა შვებულება შეწყვიტა და თეთრ სახლში ჟურნალისტებთან შესახვედრად დაბრუნდა. მან ქალაქ შარლოტს-ვილში მომხდარი შეტაკებები დაგმო და რასიზმს სიბოროტე უწოდა.

პრეზიდენტმა კრიმინალებად მოიხსენია თეთრკანიანი ნაციონალისტები და არეულობის პროვოცირებაში დაადანაშაულა.

ეს დონალდ ტრამპის მეორე განცხადება იყო. პრეზიდენტი აქციებს პირველივე დღეს გამოეხმაურა, თუმცა პოლიტიკოსებმაც და საზოგადოების წარმომადგენლებმაც განაცხადეს, რომ მისი სიტყვები ნეონაცისტების და კუკლუს-კლანის წევრების მიმართ სათანადოდ მკაცრი არ იყო.

დღის ამბები