03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
პირველი ქართველი მოდელი პარიზის მოდის კვირეულზე

პარიზის მაღალი მოდის კვირეულის პოდიუმზე პირველი ქართველი მოდელ წარსდგა 16 წლის თაკო ნაცვლიშვილმა გუშინ, Versache-ს ახალი კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.

ვერსაჩეს მოდის სახლმა 2015-2016 წლების გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარმოადგინა.

ქართველი მოდელი პოდიუმზე ლურჯი, ორიგინალური კოქტეილის კაბით წარსდგა. 50 ლუქი, რომელიც ქართველ თაკო ნაცვლიშვილთან ერთად უცხოელმა მოდელებმა მოირგეს, ასიმეტრიული და დახვეწილი სილუეტით გამოირჩეოდა.

ჩვენებას მსახიობები ქეით ჰადსონი, გოლდი ჰოუნი და სხვა ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ.

მოდის კრიტიკოსებმა Versache-ს ახალი კოლექცია დადებითად შეაფასეს.

თაკომ გუშინ პარიზში იოჯი იამამოტოს-ს მამაკაცის კოლექციის ჩვენებაშიც მიიღო მონაწილეობა. ქართველი ლამაზმანი Louis Vuitton-ის, Dolce & Gabbana-ს, Christian Dior-ისა და Calvin Klein-ის მოდელია.

დღის ამბები