03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
"დემოკრატიის განვითარების ცენტრი" ძალოვან სტრუქტურებში საკადრო ცვლილებას ეხმაურება

არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიის განვითარების ცენტრი" ვაზაგაშვილების საქმეებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში მომხდარ საკადრო ცვლილებებს დადებითად აფასებს.

ორგანიზაციის თავმჯდომარე ქეთევან ჩაჩავა აცხადებს, რომ თანამდებობიდან გადადგომა ვითარებას რეალურად არ შეცვლის, თუ არ მოხდა დამნაშავე პირების გამოვლენა და დასჯა.

"მიმაჩნია, რომ დროულად უნდა ჩატარდეს გამოძიება, დაიდოს შედეგები და ყველა, თანამდენობს პირი იქნება თუ ჩვეულებრივი მოხელე, ვისი ბრალეულობაც დადგინდება, აუცილებლად უნდა დაისაჯოს კანონის შესაბამისად," - განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.

ბოლო რამდენიმე დღეში თანამდებობები დატოვეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილემ ოთარ მირზოევმა და პროკურატურის რამდენიმე თანამშრომელმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები