03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
სოციალურად დაუცველები დახმარებას გაეროს ოფისთან ითხოვენ

ისანში, ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები დახმარებისთვის გაეროს მიმართავენ. 30-მდე ადამიანი დღეს თბილისში, მრგვალ ბაღთან მდებარე გაეროს წარმომადგენლობის ოფისთან შეიკრიბა და მათი პრობლემების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციას საქართველოს მთავრობასთან შუამავლობისკენ მოუწოდა.

სოციალურად დაუცველები აცხადებენ, რომ მათზე მიზანმიმართულად ხორციელდება ფსიქოლოგიური ზეწოლა, რათა მათ თავად დატოვონ აღნიშნული შენობა. აქციის მონაწილეთა მტკიცებით, დაინტერესებული პირები შეგნებულად აზიანებენ შიდა კომუნიკაციებს, რათა ყოფილი ჰოსპიტალის შენობაში ცხოვრება შეუძლებელი გახდეს. ამ დროისათვის, მათ სასმელი წყალი არ მიეწოდებათ.

დღის ამბები