17 მაისი 2024,   14:00
ვრცლად
ავსტრალიაში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა

ავსტრალიაში ავტომობილი ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა. შემთხვევა სიდნეის სავაჭრო ცენტრში მოხდა.

შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი ბავშვი.

მომხდარს გამოძიება ტერორიზმს არ უკავშირებს და უბედურ შემთხვევად აფასებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შესაძლოა, მძღოლმა საჭესთან გონება დაკარგა. შემთხვევის ადგილი მას არ დაუტოვებია და პოლიციას ჩვენებას აძლევს.

დღის ამბები