17 მაისი 2024,   13:40
ვრცლად
ამერიკული მედია თეთრი სახლის მთავარი სტრატეგისტის გადაყენების მიზეზებს ასახელებს

ამერიკული მედია თეთრი სახლის მთავარი სტრატეგისტის გადაყენების მიზეზებს ასახელებს.

ნიუ იორკ თაიმსიც ცნობით, დონალდ ტრამპი ეჭვობდა, რომ სტივ ბენონი მედიაში კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის წყარო იყო და სწორედ ამის გამო დაითხოვა.

63 წლის ბენონმა, რომელიც ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი იდეოლოგი იყო, პოსტი გუშინ დატოვა.

ნაციონალისტური შეხედულებებით გამორჩეული სტრატეგისტი რამდენიმე კვირის წინ სკანდალშიც გაეხვა, როდესაც ამერიკულმა ჟურნალმა მისი და ჟურნალისტის საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა.

ბენონი ტრამპის სხვა მრჩევლებთან უთანხმოებასა და თეთრ სახლში მიმდინარე ყოველდღიურ ბრძოლაზე საუბრობდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები