17 მაისი 2024,   13:58
ვრცლად
"ირინა სავიცკა უკანონოდ დააკავეს" - ადვოკატები უკრაინის მოქალაქის ექსტრადირების შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ

უკრაინის მოქალაქე ექსტრადირებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას ელოდება. ირინა სავიცკას ქართველი და უკრაინელი ადვოკატები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა, მარტოხელა დედას ექსტრადირების შემთხვევაში დაემუქროს.

მისი უფლებადამცველი და კომპანია სნეკ ექსპორტის (S.Group) ხელმძღვანელი, სადაც ირინა სავიცკა მუშაობდა, თბილისში ჩამოვიდნენ. ირინა სავიცკას ადვოკატები და კომპანიის დირექტორი საქმის პოლიტიკურ მოტივსა და პოლიტიკურ დევნაზე  საუბრობენ.

იურისტების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სავიცკას უკრაინისთვის გადაცემა მოხდება, შესაძლოა, მისი სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას.  

„საქართველოსა და უკრაინის გენერალურ პროკურატურებს შორის არსებობს გარიგება, რომლის თანახმად, ირინა სავიცკა უკანონოდ, გამოგონილი ბრალდებებით დააკავეს იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. მას თაღლითობა და სამეურნეო დავაში არასწორი ინფორმაციის მითითებას ედავებიან. ცხადია, რომ საქმე ეხება უკრაინის ოპოზიციური, რადიალური პარტიის დეპუტატზე, სერგეი რიბალკზე პოლიტიკურ ზეწოლას. წელიწადნახევრის წინ პირადად მასზე მოხდა თავდასხმა, ირინა სავიცკა კი როგორც ერთ-ერთი ბუღალტერი, მისი მეგობარი და რადიკალური პარტიის წევრი, ამ ოპოზიციური კანდიდატის დაშინების მიზნით დააკავეს," - განაცხადა სნეკ ექსპორტის (S.Group) გენერალურმა დირექტორმა, სერგეი ბელიმ.

ირინა სავიცკას ქართველი ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის, განმარტებით კი, ბრალდება, რომლის საფუძველზეც სავიცკა საქართველოში დააკავეს, ქართული კანონმდებლობით დასჯადი საერთოდ არ არის. 

დღის ამბები