17 მაისი 2024,   13:41
ვრცლად
მღებრიშვილი-პრანკერების სკანდალური აუდიოჩანაწერი - სააკაშვილის ადვოკატი საქმის გამოძიებას ითხოვს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ბექა ბასილაია, შს მინისტრზე, გიორგი მღებრიშვილზე, გამოძიების დაწყებას ითხოვს. განცხადება ირაკლი შოთაძის უწყებაში უკვე შეტანილია, თუმცა პროკურატურა დუმს.

მღებრიშვილი-პრანკერების სკანდალური აუდიოჩანაწერის რეაგირების გარეშე დატოვებას მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბიძინა ივანიშვილისა და მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილებას უკავშირებს.

სკანდალური აუდიოჩანაწერის საერთაშორისო ექსპერტიზაზე გადაგზავნის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

უკვე ერთი კვირაზე მეტია, მთავარი კითხვა - რატომ არ იწყება გამოძიება, ისევ უპასუხო რჩება, რადგან ხელისუფლება აქცენტს ჩანაწერის არასერიოზულობაზე აკეთებს.

ჩანაწერის ავთენტურობაში დარწმუნებულია საპარლამენტო ოპოზიცია. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ საქმე საერთაშორისო პოლიტიკური სკანდალის მიზეზიც გახდეს.

ჩანაწერის მიხედვით ირკვევა, რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ფარული თვალთვალი შესაძლოა, პოლონეთის სეიმის დეპუტატ მალგოჟატა გოსიევსკაზეც ხორციელდებოდა. 

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ დეპუტატმა საქმის გასარკევად პოლონეთის ძალოვან უწყებასაც მიმართა. მარია გოშიევსკა თბილისში 9 სექტემბერს ჩამოვა. სწორედ ამ დღეს მოუწევს ხელისუფლებას ევროკავშირის წევრი ქვეყნის დეპუტატისთვის განმარტებების პირადად მიცემა.  

დღის ამბები