03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
IDFI-ს ხელმძღვანელი გიორგი კლდიაშვილი მორალური ზიანის ანაზღაურებას სასამართლოს გზით მოითხოვს

ორგანიზაცია "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" დირექტორი შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას მიმართავს და მისი უკანონო დაკავების დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდებს.

გიორგი კლდიაშვილს მიაჩნია, რომ გასული წლის 12 დეკემბერს ის უკანონოდ დააკავეს და მისი საქმის მასალები პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ კანონდარღვევით შეადგინეს. გიორგი კლდიაშვილი მის დაკავებას კამპანიას ”ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ” უკავშირებს.

„დიდწილად დაკავშირებულია ჩემს საქმიანობასთან, ვფიქრობ, რომ ადგილი ჰქონდა ჩემს უკანონოდ მოსმენას. ეს იყო ჩემზე ზეწოლა და ორგანიზაციის საქმიანობაზე გავლენის მოხდენის მცდელობა. ეს უნდა იყოს გამოძიებული და ამის შესახებ განცხადებას შევიტან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად,” - აღნიშნა კლდიაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები