03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
ლექსო თამაზაშვილი VS "რუსთავი 2"

დეპუტატი ლექსო თამაზაშვილი არჩილ მაისურაძის მკვლელობაზე მომზადებულ გადაცემას ”განსხვავებული აქცენტები” გამოეხმაურა  და ტელეკომპანია "რუსთავი 2" საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობასა და მის წინააღმდეგ შავი პიარკამპანიის წარმოებაში დაადანაშაულა.

„რუსთავი 2" ჩემი ოჯახის და ჩემ წინააღმდეგ შავი პიარითაა დაკავებული. არჩილ მაისურაძე გახლავთ ჩემი ბავშვობის მეგობარი და როგორც ყველა ჩემს მეგობარს, ვეხმიანებოდი ფეისბუკზე. „განსხვავებულ აქცენტებში” გასული ინფორმაცია არასწორია. მსგავსი ფაქტი არ დადასტურდა და ამ ისტორიის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს,” - ამბობს ლექსო თამაზაშვილი.

თამაზაშვილი იმედოვნებს, რომ სამართალდამცველები ამ საქმეს გამოიძიებენ და ყველა დამნაშავე დაისჯება.

ამავე თემაზე
დღის ამბები