17 მაისი 2024,   13:41
ვრცლად
თურქული თვითმფრინავი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ხვალ დილიდან ჩერთვება - შს მინისტრი

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის, განცხადებით, თურქული თვითმფრინავი ბორჯომის ხეობაში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეს ვერ ჩაერთვება. მისი თქმით, თვითმფრინავი მუშაობას დილიდან დაიწყებს.

„20 კილომეტრში აქედან არის ტაბაწყურის ტბა, სადაც თურქულ თვითმფრინავს წყლის რეზერვუარი უნდა აევსო, ტბაზე ვერ დაჯდა იმის გამო, რომ დაბნელდა. ხვალ დილიდან ჩაერთვება ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში,” - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შს მინისტრის თქმით, ძლიერი დაკვამლიანება ხელს უშლით, რომ დამწვარი ტერიტორიის მასშტაბი განისაზღვროს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები