03 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
არის თუ არა მოსალოდნელი კიდევ ერთი ტერაქტი - რა ინფორმაცია აქვთ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს?

შსს-სა და პროკურატურას თანამშრომლები ტოვებენ. ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგ სოსო რობაქიძე მოსალოდნელ ახალ ტერაქტზე ალაპარაკდა. როგორც რობაქიძე ამბობს, მას ამის შესახებ ინფორმაცია ხელისუფლების მაღალჩინოსანმა მიაწოდეს. ბუტა რობაქიძის მამა  არ აკონკრეტებს ვის ესაუბრა მოსალოდნელი ტერაქტის შესახებ, თუმცა აცხადებს, რომ ის თანმდებობის პირია.

მსგავსი შინაარსის სტატუსი ფორუმზე იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებამდე 20 დღით ადრეც გავრცელდა. ფორუმზე პოსტი სწორედ მოსალოდნელ ტერაქტზე გამოქვეყნდა. უცნობია, სწავლობს თუ არა გამოძიება ფორუმზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას.

ვაზაგაშვილის ადვოკატის განცხადებით იური ვაზაგაშვილის გარდაცვალებიდან 6 დღის შემდეგ გამოძიებას ახალი არაფერი აქვს. საგამოძიებო უწყებაში ამ დროისთვის 7 ექსპერტიზაა დანიშნული, თუმცა ეჭვმიტანილი საქმეში არ არსებობს.

ადვოკატების ინფორმაციით ამ დროისთვის გამოძიების პრიორიტეტი კორტებთან მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გახსნაა.

სწორედ ზურა ვაზაგაშვილის საქმე გახდა პროკურატურაში და შინაგან საქმეთა სამინისტროში, საკადრო წმენდის მიზეზი.

ამავე თემაზე
დღის ამბები