06 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
ტერორისტები ბარსელონაში უფრო მასშტაბური ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ

ტერორისტები ბარსელონაში უფრო მასშტაბური ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ. ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა აღიარა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით ისინი ქალაქის ღირსშესანიშნავ ადგილებზე აპირებდნენ თავდასხმების მოწყობას.

სამიზნეებს შორის მან ანტონიო გაუდის მიერ აგებული ტაძარი საგრადა ფამილიაც დაასახელა. დაკავებული 4 ეჭვმიტანილიდან ტერაქტის მოწყობაში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა აღიარა.

პარალელურად, სამართალდამცველებმა კიდევ ორი ეჭვმიტანილი დააკავეს, რომლებსაც კავშირი ჰქონდათ კატალონიის ტერორისტულ ქსელთან.

გავრცელებული ცნობით, ისინი მაროკოში ესპანეთის საელჩოზე თავდასხმას გეგმავდნენ.

დღის ამბები