06 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
ვაშინგტონი რუსეთს თალიბების შეიარაღებაში ადანაშაულებს

ვაშინგტონი რუსეთს თალიბების შეიარაღებაში ადანაშაულებს. მორიგი განცხადება ამ თემაზე რექს ტილერსონმა ბრიფინგზე გააკეთა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, რომ მოსკოვი რეალურად აწვდის ”თალიბანს” იარაღს, რაც მისივე თქმით საერთაშორისო სამართლისა და გაეროს უშიშროების საბჭოს ნორმების დარღვევაა.

მოსკოვის მხრიდან ტერორისტების შეიარაღების შესახებ განცხადება ვაშინგტონში რამდენიმე თვის წინაც გაკეთდა.

მაშინ რუსეთის თავდაცვის უწყებამ ბრალდებები უარყო და ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირში ამერიკის სახელმწიფო სტრუქტურები დაადანაშაულა.

დღის ამბები