03 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
საჰაერო მიმოსვლაზე "აეროფლოტთან" მოლაპარაკებები დაიწყო

ამ დრომდე უცნობია რუსულ მხარესთან მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალები. რუსეთის საავიაციო სააგენტოს წარმომადგენლები მოსკოვის მიმართულებით ფრენების სიხშირის შესათანხმებლად ჩამოვიდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით რუსული ავია კომპანია რუსეთი მიმართულებით დღეში 5-6 რეისის შესრულებას აპირებს, თუმცა სავარაუდოდ საუბარი მხოლოდ ერთ მიმართულებაზე არ მიმდინარეობს. შესაძლოა რუსულმა ავია კომპანიებმა ქართული ბაზრის გაცილებით დიდი ნაწილი დაიკავონ.

საგარეო უწყებაში და ეკონომიკის სამინისტროში ტექნიკურ დეტალებზე შეხვედრებში მონაწილეობა უარყვეს.

მოლაპარაკებების დეტალები ამ დრომდე არ ხმაურდება. რუსული კომპანიის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ, საქართველოს კი ისინი ხვალ დატოვებენ. 

დღის ამბები