03 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
დღეს წმინდა ნინოს ხსენების დღე აღინიშნება

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა ნინოს ხსენებას აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სადღესასწაულო ლოცვა გუშინ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აღავლინა.
დღეს კი სადღესასწაულო ღვთისმსახურება კუკიაზე, წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში გაიმართება.

წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში.
ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.
წმიდა ნინოს ხსენებას საქართველოს ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს. 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27 იანვარს გარდაცვალება.

დღის ამბები