03 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
ხანძარი ლანჩხუთში - დამწვარია 2 ჰექტარი ტყის მასივი

ხანძარი ლანჩხუთის რაიონში. ცეცხლი ლანჩხუთის მახლობლად ტყეს უკიდია. უკვე დამწვარია 2 ჰექტარი ტყის მასივი. სახანძრო სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა ხანძრის ლოკალიზებას ცდილობს. არსებობს ცეცხლის მიმდებარე ტერიტორიაზე გავრცელების საფრთხეც. ადგილზე ამ დრომდე რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურები იმყოფებიან. მეხანძრებს ხანძრის ჩაქრობაში ხელს უშლის ნისლი და ქარი. რა გახდა ტყეში ცეცხლის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები