03 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
ვაზაგაშვილების საქმეზე იურიდიული კომიტეტის დახურული სხდომა არ გაიმართება

ვაზაგაშვილების საქმეზე იურიდიული კომიტეტის დახურული სხდომა არ გაიმართება. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, იგი პირადად ესაუბრა მთავარ პროკურორს, რის შემდეგად გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი ასეთი სხდომის ჩატარება და საგამოძიებო უწყებების წარმომადგენელთა პარლამენტში მისვლა.

ეს გადაწყვეტილება მიუღებელია საპარლამენტო ოპოზიციისათვის. დახურული სხდომის გამართვას უმრავლესობის წევრები ითხოვდნენ, თუმცა ამ ინიციატივას უმრავლესობის წევრთა ნაწილი მხარს არ უჭერდა. სხდომის გამართვის ინიციატორებს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები