03 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციას 400 ათასი ლარი მოხმარდება

სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციას 400 ათასი ლარი მოხმარდება. თანხის უმეტესი ნაწილი სარეინტეგრაციო მომსახურებისთვისაა გათვალისწინებული.

სარეინტეგრაციო მომსახურებაში კი პირველადი სამედიცინო დახმარება და მედიკამენტებით უზრუნველყოფა, პროფესიული და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების და მიკრობიზნესის დაფინანსება იგულისხმება. თანხის ნაწილი ასევე მოხმარდება მიგრანტების დროებითი განთავსების ხარჯებს და მიგრაციასთან დაკავშირებულ საინფორმაციო კამპანიას.

დღის ამბები