03 ოქტომბერი 2024,   10:19
ვრცლად
საიას კვლევა ქალთა შრომით დისკრიმინაციაზე

ქალთა შრომით დისკრიმინაციაზე კვლევის შედეგებს დღეს საზოგადოებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გააცნობს. როგორც საიაში აცხადებენ, კანონმდებლობის დახვეწის მიუხედავად, ასეთი ფაქტები ისევ ხშირია. გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ ქალებს ფეხმძიმობის გამოც ექმნებათ პრობლემა და მათ გასაუბრებაზევე ეუბნებიან უარს, შესაბამისი კვალიფიკაციის მიუხედავად. ასევე ოჯახური მდგომარეობის შესახებ უსვამენ კითხვებს, რაც საიას შეფასებით, არ არის გამართლებული.

კვლევის შედეგებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სახელმწიფო უწყებების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნობს.

დღის ამბები