17 მაისი 2024,   13:36
ვრცლად
ტეხასში ქარიშხალი ჰარვი პირველ კატეგორიამდე შესუსტდა

ტეხასში ქარიშხალი ჰარვი პირველ კატეგორიამდე შესუსტდა. სტიქიის ზონაში ქარის სიჩქარე ამ დროისთვის საათში 140 კილომეტრს აჭარბებს.

ყველაზე დიდ საფრთხეს კი სანაპირო რეგიონს გადაუღებელი წვიმა უქმნის. ტეხასის გუბერნატორმა მოსახლეობა რეკორდული მასშტაბის წყალდიდობების შესახებ გააფრთხილა.

პრეზიდენტმა ტრამპმა კი შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. ჰარვი მეოთხე კატეგორიის შტორმი იყო, როდესაც ტეხასის სამხრეთ რაიონებს მიაღწია.

ის ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალია, რომელიც შეერთებულ შტატებს დაატყდა თავს.

სტიქიის გამო 200 ათასზე მეტ აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

დღის ამბები