03 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
თბილისში ბოტულიზმის შემთხვევა გამოვლინდა

ბოტულიზმის შემთხვევა გამოვლინდა თბილისში. ინფექციურ საავადმყოფოში სამი ადამიანია მოთავსებული, რომელთაგან ორი ერთი ოჯახის წევრია.

დედა-შვილის მდგომარეობა მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. ასევე რთულია მესამე ქალის მგომარეობა. მათი მოწამვლის მიზეზად სახლის პირობებში დაკონსერვებული საკვები სახელდება.

ექიმები მოუწოდებენ მოსახლეობას სიფრთხილით მოეკიდონ ასეთ საკვებს და მიღებამდე ის თერმულად დაამუშავონ.

დღის ამბები